პოლონეთი-საქართველო

ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს - პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

პოლონეთმა საქართველოს კანონდამრღვევი მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი დაიწყო - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს ინფორმაციას.

ცნობისთვის, აქამდე პოლონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს ქვეყნიდან გამოაძევებდნენ.

"დეპორტაციები დაიწყო, ჩვენ ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს - არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით". - წერს ტუსკი. 

 

კომენტარები