აშშ-გრენლანდია

ტრამპი: გრენლანდიას ასე თუ ისე მაინც მივიღებთ

ამ საღამოს გზავნილი მაქვს გრენლანდიის შესანიშნავი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებით აშშ-ში. 

ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ის მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ის რეალურად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ ჩვენ მას მივიღებთ, ასე თუ ისე მაინც მივიღებთ. ჩვენ გამყოფებთ უსაფრთხოდ, გაგამდიდრებთ და ერთად ავიყვანთ გრენლანდიას სიმაღლეზე, რომელზეც არც კი გიფიქრიათ.

თქვა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს. მის ამ სიტყვებს დემოკრატი კონგრესმენების უკმაყოფილების ხმები ახლდა. სიტყვებზე - "ასე თუ ისე მაინც მივიღებთ" - რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა გაიცინეს.

კომენტარები