მარნეულში, დაპირისპირების შედეგად, ორი შუახნის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შემთხვევა, 3 მარტს, საღამოს საათებში მოხდა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.





