2025 წელს გარდაცვლილები

რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა - ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს. 

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984).

1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში.

1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი;

1997 წლიდან — კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

დადგმები:

მიშელ ფერმოს კარებს აჯახუნებენ, მიხეილ მრევლიშვილის წამება დედოფლისა, ილია ჭავჭავაძის განდეგილი, გურამ დოჩანაშვილის აღდგენითი სამუშაოები, ნოდარ დუმბაძის ასტვაც ინჩუ ჰამარ, გურამ დოჩანაშვილის ჰარალეთი, ჰარალეთი, გურამ დოჩანაშვილის მხოლოდ ერთი კაცი, ანზორ სალუქვაძის ნანილი, გურამ დოჩანაშვილის მფრინავი ხვლიკი ქართულა. 

კომენტარები