2025 წელს გარდაცვლილები

პოლიცია: ცხედრების აღმოჩენამდე, ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი, დიდი ხნის გარდაცვლილნი იყვნენ

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი, პიანისტი ცოლი, ბეტსი არაკავა პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილნი იყვნენ, როდესაც ისინი და მათი ძაღლი 27 თებერვალს ნიუ-მექსიკოს შტატში, საკუთარ სახლში იპოვეს.  

ჰეკმენი, რომელიც 95 წლის იყო, სახლში, სამზარეულოსთან მდებარე ოთახში აღმოაჩინეს, ხოლო მისი 65 წლის მეუღლე, სააბაზანოში იპოვეს.

ოფიციალური პირების განცხადების მიხედვით, სხეულებს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნბათ, თუმცა გამომძიებლემბა გარდაცვალების გარემოებები „საკმაოდ საეჭვოდ“ მიიჩნიეს, რის გამოც დაწყებულია მეტი მტკიცებულების მოკვლევა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

BBC წერს, რომ ადგილზე მისულმა კომუნალური მომსახურების ჯგუფმა გაზის გაჟონვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. სახანძრო სამსახურმაც ვერ დააფიქსირა ნახშირბადის მონოქსიდის (CO-ს) გაჟონვა ან სხვა მომწამლავი ნიშნები.


ჯინ ჰეკმანმა 40-წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

პირველი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა 1967 წელს ფილმში ბონი და კლაიდი

მსოფლიო პოპულარობა და პირველი ოსკარი ჰეკმანს უილიამ ფრიდკინის French Connection-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.

1970-იან წლებში შეასრულა როლები ფილმებში The Conversation, Young Frankenstein, The Domino Principle, A Bridge Too Far, Superman, Superman II.

1992 წელს კლინტ ისტვუდის ვესტერნში The Unforgiven შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო მეორე ოსკარი.

ბოლო დასამახსოვრებელი როლი ითამაშა უეს ანდერსონის კომედიაში The Royal Tenenbaums.

ოსკარის გარდა, მიღებული აქვს ორი BAFTA-ს ჯილდო, ოთხი ოქროს გლობუსი, ბერლინის კინოსფესტივალის ჯილდო, 10 კინოკრიტიკოსთა ჯილდო.

1991 წელს ჯინ ჰეკმანი დაქორწინდა კლასიკური მუსიკის პიანისტზე, ბეტსი არაკავაზე.

კომენტარები