27 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით ოკუპანტებმა 208 დრონი ააფრინეს, რომლიდანაც 107 განადგურებულია.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 97 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსულ იერიშის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ოკუპანტებმა დრონები ორელის, ბრიანსკის, კურსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან ააფრინეს.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო უკრაინის ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, ცეცხლის მობილური ჯგუფები.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.





