დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

დიდთოვლობის გამო, რკინიგზა 27 თებერვალს დაგეგმილ რამდენიმე რეისს აუქმებს

საქართველოს რკინიგზა დიდთოვლობის და უამინდობის გამო, 27 თებერვალს დაგეგმილ რამდენიმე რეისს აუქმებს.

კერძოდ უქმდება:

  • #802/801 თბილისი-ბათუმი;
  • #804/803 თბილისი-ბათუმი;
  • #870/869 თბილისი-ზუგდიდი;
  • #874-873 თბილისი -ფოთი;
  • #618/617 თბილისი-ბორჯომი;
  • #686/685 თბილისი-ბორჯომი;

"მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო" - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

კომენტარები