ვინ თქვა, რომ დროულად არ მობილიზდა [ტექნიკა და ცოცხალი ძალა]? საიდან მოდის ეს ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაცა დროულად არ მიხდა, არ ვიცი.
ხედავთ, რომ მთლიანად დასავლეთ საქართველო არის დიდთოვლობის ზონაში... ყველგან იყო მობილიზებული უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტებიმ, ისე სახელმწიფო უწყებები, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდათ.
ყველგან იყო სტიქია სხვადასხვა სიმძლავრის, სად მეტი და სად ნაკლები იქნებოდა, ამის პროგნოზირება შეუძლებელია არამხოლოდ ნალექის ოდენობიდან გამომდინარე, არამედ იმ მხრივ, რა ზიანი შეიძლება დადგეს. ყველგან იყო რეაგირება [...]
[...] პირველივე წუთებიდან, შემდეგ გაიღვიძა ფეისბუქ ბაბლმა, რომელმაც ახლა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ, ოპოზიციამ და მისმა ენჯეოებმა, რომ ამაზე რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს გამოდევნიდნენ კიდევ ერთხელ... სახელმწიფო პირველივე წუთიდან, როგორც მუნიციპალიტეტები, ისე სამაშველო სამსახურები, ისე ჯანდაცვის შესაბამისი დანაყოფები, პირველივე წუთებიდან მუშაობდნენ და პირველივე წუთებიდან ხდებოდა სტიქიის გამკლავების ღონისძიებები.





