24 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.
რუსი მაღალჩინოსანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა თურქეთში შესთავაზა.
"ჩვენ მზად ვართ ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად. მზად ვართ ვუმასპინძლოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. სამშვიდობო დარეგულირება სასწრაფო და აუცილებელია". – თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან ერთად, ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის.





