ქართული ოცნება

შიკორსკი: ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად, ქართულ ოცნებას

პოლონეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის გაფართოება იქნება. ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს და აცნობიერებს გაფართოების პასუხისმგებლობას. საუბარია მოლდოვაზე, თუ აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ წინ აღვუდგეთ არადემოკრატიულ ძალებს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების ენთუზიაზმი.

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად, "ქართულ ოცნებას", რომელიც ხელისუფლებაშია საქართველოში. ჩვენ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ უნდა ვიმუშაოთ და პოლონეთის თავჯდომარეობის პერიოდში, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პროევროპულ ნაკადებს უკრაინასა და საქართველოში" - ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები