ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

უილსონი: მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში

უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები, რომელსაც შემდგომ რეპრესიული მოქმედებების შემაშფოთებელი ტენდენცია მოყვა, რაც ტრაგიკულად გაყალბებული არჩევნების შედეგია. ქართული ოცნების დე ფაქტო რეჟიმი თბილისში ეუთოს წინაშე თავისი ნებით აღებულ ვალდებულებებს არღვევს, რომელიც მოითხოვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას, რის შედეგადაც მას დემოკრატიული ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს.

ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება და უარი თქვან ჩვეულებრივ ურთიერთობებზე ქართული ოცნების დიქტატორულ რეჟიმთან, ვიდრე ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს. ფაქტია, რომ დღეს არსებული ქართული ოცნების დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ოცნების დიდი ხნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფებები შეჩერებულია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

მე ვეთანხმები დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენს მიუნხენში: ეს არ არის უკრაინის ომი, ეს არის რუსეთის ომი, რომელიც უკრაინაში ცდილობს დამარცხებული საბჭოთა კავშირის ისტორიის აღდგენას. მაგრამ სინამდვილეში, [გარდა ამისა] ჩვენ ვხედავთ მის ოკუპაციას დნესტრისპირეთში მოლდოვაში, 2008 წელს საქართველოში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეჭრას, ყირიმისა და შემდეგ დონბასის ანექსიას უკრაინაში, ბელარუსში არჩევნების გაყალბებას ლუკაშენკოს დიქტატორული მმართველობის გასამყარებლად, [არჩევნების გაყალბების] მარცხს მოლდოვაში და, საბედნიეროდ, მარცხს ამჟამად რუმინეთში. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოში ის [რუსეთი] არჩევნებს აყალბებს.

თქვა აშშ-ს კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე

კომენტარები