ბელარუსი

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ

რუსეთი და ბელაური სექტემბერში ერთობლივ სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ

წვრთნაში, სახელწოდებით "დასავლეთი" მონაწილეობას მიიღებს 13 000-ზე მეტი სამხედრო. ამის შესახებ ბელარუსის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვალერი რევენკო. 

რევენკოს განმარტებით, ბელარუსი წვრთნების მონიტორინგისთვის ეუთოს დამკვირვებლებს მიიწვევს.

რამდენიმე კვირის წინ, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ფორმირებების განთავსების ნებართვა გასცა.

ნებართვა 2024 წლის 6 დეკემბერს, მინსკში დადებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ნაწილია. 

გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას, რომელიც ორი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება. 

5 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის დუმაში შეთანხმება რატიფიკაციისთვის წარადგინა. 

რუსეთისა და ბელარუსის ორმხრივ შეთანხმებას 10-წლიანი ვადა აქვს.

 

კომენტარები