ჩეხეთის ქალაქ ჰრადეც-კრალოვეში, რომელიც პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს.
თავდაპირველად, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ორივე ქალი გარდაიცვალა.
დაღუპულთა ვინაობა არ საჯაროვდება.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჩეხეთის 16 წლის მოქალაქეა. ის სამართალდამცველებმა თავდასხმიდან დაახლოებით 10 წუთში, ადგილიდან 1 კილომეტრის დაშორებით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის მახლობლად ასევე აღმოაჩინა დანა, რომლითაც მკვლელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ ქალს.
პოლიციის განცხადებით, ამჟამად საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.





