თურქეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Turpas-მა, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა.
მიზეზი მიმდინარე წლის 10 იანვარს, აშშ-ს მიერ რუსული ტანკერების წინააღმდეგ მიღებული სანქციები გახდა.
"ბოლოდროინდელი სანქციების გამო შევწყვიტეთ Urals-ის მარკის ნავთობის შეძენა, ბოლო პარტიებს თებერვალში მივიღებთ". – განაცხადა Tupras-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევენთ ბაიარმა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Turpas რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა. თურქეთის ნავთობის ბაზარზე კომპანიის წილი 2024 წლის დეკემბრისთვის 65%-ს შეადგენდა.
10 იანვრის სანქციების შემდეგ რუსული სანქცირებული ნავთობის შეძენაზე ასევე უარი თქვა რამდენიმე მსხვილმა ჩინურმა და ინდურმა კომპანიამ.





