საგარეო ვაჭრობა

2025 წლის იანვარში საქართველოში ნახატების იმპორტი გაიზარდა - საგარეო ვაჭრობის მონაცემები

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 39.3%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 403.9 მილიონი აშშ დოლარია [გაიზარდა 19.3%-ით], ხოლო იმპორტი 1 604.2 მილიონი [გაიზარდა 45.5%ით].

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარში, 1 200.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (74.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (46.2მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (45.2 მლნ. აშშ დოლარი).

 

2025 წლის იანვარში, ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 64.2% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 13.2%, დანარჩენი ქვეყნების კი - 22.6%.

 

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 79.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (357.3 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (266.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (172.9 მლნ. აშშ დოლარი).

 

2025 წლის იანვარში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 16.3% იყო, დსთ-სი - 17.6%, დანარჩენი ქვეყნების კი - 66.1%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 75.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (361.7 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (267.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი).

 

2025 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 130 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.5%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მილიონი აშშ დოლარით (3.4%).

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) იყო, რომლის იმპორტმა 481.1 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 9.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%).

 

კომენტარები