A$AP Rocky

რეპერი A$AP Rocky ლოს ანჯელესის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

GQ Magazine

ამერიკელი რეპერი, A$AP Rocky (რაკიმ მეიერსი) ლოს ანჯელესის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. 

ცნობისთვის, რეპერს ლოს ანჯელესის სასამართლო ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილ მეგობარზე, A$AP Relli-ზე (რომელიც მეიერსის მუსიკალური კოლექტივის წევრი იყო) თავდასხმას ედავებოდა.

მეიერსმა ბრალდება უარყო - დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ შემთხვევისას რეპერს თან სარეკვიზიტო იარაღი ჰქონდა, რომლიდანაც "შეუძლებელია ცეცხლი გახსნილიყო".

3 კვირიანი პროცესის ფარგლებში, მეიერსმა უარი თქვა სასამართლოს შეთავაზებაზე, რომელიც 180 დღის ციხეში გატარებას და მის შემდგომ პრობაციის პერიოდს ითვალისწინებდა - უკანასკნელის უარყოფის შემთხვევაში A$AP Rocky-ს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

მეიერსის საქმის ბოლო მოსმენაზე ნაფიცმა მსაჯულებმა რაკიმ მეიერსის საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

"მადლობა, რომ ჩემი ცხოვრება გადაარჩინეთ". - უთხრა მეიერსმა ნაფიცმსაჯულებს.

 

კომენტარები