რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

კელოგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპა არ იქნება

კით კელოგი
NBC News

უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით, არ მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპაც უნდა იყოს. თუმცა, კელოგმა თქვა, რომ მოლაპარაკებებზე ევროპული ინტერესების გათვალისწინება საჭიროა. 

ამის შესახებ კელოგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ილაპარაკა

კელოგის თქმით, ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთან ფიზიკურად არ იქნებიან, თუმცა ევროპის ინტერესები დისკუსიისას გათვალისწინებული იქნება. 

"გულისხმობთ, რომ მაგიდასთან ზიხართ იქ? თუ რომ ყველა თქვენი ინტერესი არის გათვალისწინებული დისკუსიისას? მაშინ პასუხი არის კი. თუ ჯდომაზე საუბრობთ, ანუ იქ რომ ისხდეთ, ეს სხვა ამბავია". - თქვა კელოგმა. 

კელოგმა განმარტა, რომ მინსკის მეორე შეთანხმების დროს "მაგიდასთან ბევრი ადამიანი იყო", მიუხედავად იმისა, რომ მათ სამშვიდობო პროცესში არსებითი როლის შესრულება არ შეეძლოთ, რაც პრობლემას წარმოადგენდა. 

"მეორე მინსკის პრობლემის ნაწილი, რომელიც ვნახეთ, იყო ის, რომ მაგიდასთან ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ არანაირი უნარი არ ჰქონდათ, რომ რაიმე ტიპის სამშვიდობო პროცესი აღესრულებინათ და საშინელი მარცხი განიცადეს. ამ გზას არ გავყვებით". - თქვა კელოგმა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ შტენერგარდმა კელოგის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ თუკი ევროპის მხრიდან უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნა განიხილება, მაშინ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.

კომენტარები