14 თებერვლის ღამეს, რუსეთმა უკრაინის ოლქებზე 70 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 33 დრონი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 37 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთმა დრონები ორელის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.