იაპონია

იაპონიაში, ფუკუოკაში 40 წლის ქალი სუპერმარკეტში ფუნთუშების გაფუჭების ფაქტზე დააკავეს

იაპონიაში 40 წლის ქალი სუპერმარკეტში ფუნთუშების გაფუჭებისთვის და მათი შეძენის გარეშე ობიექტის დატოვების ფაქტზე პოლიციამ დააკავა

არსებული ინფორმაციით, სამხრეთ ფუკუოკაში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში შესული ქალი რამდენიმე ფუნთუშას მისივე თქმით, "სიმკვრივის შესამოწმებლად" შეეხო - პოლიციამ ის კრიმინალური ზიანის საფუძველზე დააკავა. 

უწყების თქმით, სუპერმარკეტის მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული პირი ფუნთუშების გამიზნულად გაფუჭებაში მანამდეც ჰყავდა შემჩნეული.  

კომენტარები