თბილისის მეტრო

საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ემსახურება მგზავრებს – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მერია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

განახლება: საბურთალოს ხაზზე მეტროს მოძრაობა აღდგენილია

კომენტარები