რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან გააფრთხილა მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის შესახებ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

"მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან, ძლიერი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით, ხოლო უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ხარჯების მხრივ პარტნიორებისთვის ყველაზე ეფექტური იქნება. აგრეთვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში სერიოზული ინვესტიციებია.

ასევე, გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, რომ არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის შესახებ" - წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, ის პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკს უკრაინაში ხანგრძლივი და რეალური მშვიდობის დასამყარებლად საჭირო პირობებზე ესაუბრა:

"მე ვისაუბრე პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან. ჩვენ განვიხილეთ პირობები, რომლებიც საჭიროა უკრაინაში ხანგრძლივი და რეალური მშვიდობის დასამყარებლად და შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, თუ უკრაინას, ევროპას და აშშ-ს არ ექნებათ ერთიანი პოზიცია.

პრემიერმინისტრს ვაცნობე ჩემი საუბრის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე განვიხილეთ ძირითადი გზავნილები და ევროპელი ქვეყნების პოზიციების კოორდინაციის აუცილებლობა, რათა მივაღწიოთ წარმატებულ შედეგებს მთელი კონტინენტისთვის" - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები