მზია ამაღლობელის საქმე

გიული ჩოხელი: გამოუშვით ანდრო ჭიჭინაძე, გაათავისუფლეთ მზია

ბერიას გზას გაყვნენ, ბერიამ ხომ იცით, რა გააკეთა? რუსთაველის თეატრის მთავარი მსახიობები ჩასვა ციხეში, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის [მსახიობები] ჩასვა ციხეში, თუ ვიღაცა იყო ნიჭიერი... მე უკვე ვფიქრობ, ხვალ არ დამიკაკუნონ მე, რადგან მეც ნიჭიერი ხომ ვარ.

არ გაბედოთ, თითს გიქნევთ. გამოუშვით ჭიჭინაძე ანდრო, გამოუშვით ეს ადამიანი, როგორ გეკადრებათ, რა შეურაცხყოფას აყენებთ თქვენ ამ ახალგაზრდას, ამ ახალგაზრდა ნიჭს, რომელიც ჩვენ გვიყვარს გულით და სულით [...]

[...] მზია, მზიაზე როგორ ვღელავ, ქალია მზია, რატომ აკეთებენ ასე, ქალები არ უყვართ, ახალგაზრდა ბიჭები არ უყვართ, ვინ უყვართ... მე მინდა ვუთხრა მზიას - გენაცვალე შენ, გენაცვალე შენს ხასიათში, შენს საქმეში, საქმიანობაში, მე ხომ ვიცი ყველაფერი, მე ვიცი, შენ ვინ ხარ... გაათავისუფლეთ ეს ადამიანი, რატომ უნდა მოკლათ.

მომღერალი გიული ჩოხელი TV პირველის ეთერში

კომენტარები