საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი: რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია

ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმურობა. ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა არის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს ევროპული მომავალი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის X-ზე. 

13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს. 

კომენტარები