რუსთაველის გამზირზე პარტია "საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს.
TV პირველის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მიყავს პოლიციელებს ძალის გამოყენებით გოგიჩაიშვილი და ასევე ძალის გამოყენებით სვამენ ე.წ. დაკავების მანქანაში.
"ინტერვიუს ვაძლევდი, როცა დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის კორდონი და როგორ მოათრევდნენ დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰყავდათ გამზადებული" - უთხრა TV პირველს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ.
რუსთაველის გამზირზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე მომიტინგე.





