დონალდ ტრამპი

ტრამპმა თეთრ სახლში რწმენის ოფისის შექმნის ბრძანებას ხელი მოაწერა

ფოტო: Paula White-Cain/X

7 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის რწმენის ოფისის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ტრამპის თქმით, მისი მიზანი "რელიგიური ორგანიზახციების როლის გაძლიერებაა".

ოფისის მთავარი ამოცანა რელიგიური თავისუფლების დაცვა და ანტისემიტიზმის, ანტიქრისტიანობისა და სხვა "ანტირელიგიური მიკერძოების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება".

Fox News-ის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ოფისი მიზნად ისახავს "რელიგიური ორგანიზაციების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და სალოცავი ადგილების გაძლიერებას, რათა მათ უკეთ შეძლონ ოჯახებისა და საზოგადოების მომსახურება"

პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი პარასკევს, ფლორიდაში გამგზავრებამდე ოვალურ კაბინეტში მოაწერა, სადაც მედიის დასწრება შეზღუდული იყო.

კომენტარები