კრიმინალი

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

Getty Images

7 თებერვალს საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. ცხელ კვალზე დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სახლიდან გავიდა ორი საათისთვის და ალბათ მალევე შეხვდა, ვინც მოკლა იმ პიროვნებას, მაგრამ მე გავიგე 4 საათზე. [...] გულში აქვს გარტყმული. [...] როცა უკვე მანქანიდან ჩამოაგდეს, მერე მწყემსმა იპოვა და იმან დაურეკა პოლიციას. [...] ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონდა. ჩემი შვილი მოსაკლავად არ იყო გასული." - ამბობს მსხვერპლის მამა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები