ბრაზილია

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 2 ადამიანი

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ერთ-ერთ გამზირს დაეცა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო სამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ბარა ფუნდას სამეზობლოში ჩამოვარდა. ინციდენტის დროს თვითმფრინავის ერთი ნაწილი ავტობუსს დაეცა და მასში მყოფი ერთი მგზავრი დაშავდა, ხოლო მეორე, მოტოციკლისტს მოხვდა. ორივე მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში დამატებით ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, მცირე დაზიანებებით.

ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ მედიაშიც გავრცელდა:

კომენტარები