მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია, 25-ე დღეა შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, თავს მხნედ გრძნობს. აცხადებს ისევ რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია. რაც შემიძლია შევაფასო მე ხილულად, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს.
ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. თხოვნა, რაც გადმომცა არის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველამ შეწყვიტოს შიმშილობა.
განცხადებები, ცინიკური თუ სხვა, რომელიც ესმის მმართველი გუნდიდან მის შიმშილობაზე, მისთვის ძალის მიმცემია, რომ გააგრძელოს შიმშილობა.