სამხრეთ კორეის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დონალდ ტრამპის ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენისთვის ნობელის კომიტეტს მიმართა. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის სპიკერმა, ჯო სონგ რემ ისაუბრა.
განმარტების მიხედვით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დონალდ ტრამპის წარდგენის მიზეზი მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის დიალოგის ორგანიზებაა.
"ძალიან ვაფასებ ტრამპის წვლილს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში, რაც გამოიხატა ტრამპის მიერ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების და ბირთვული განიარაღების მცდელობასა და აშშ-სამხრეთ კორეის ურთიერთობის გაძლიერების წახალისებაში" – ამბობს დემოკრატიული პარტიის დეპუტატი.