დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

CNN: მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის სპეციალური თანამშრომლის სტატუსით მსახურობს

REUTERS/Gonzalo Fuentes/File Photo Acquire Licensing Rights

CNN-ის ცნობით, SpaceX-ის, Tesla-სა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მსახურობს, როგორც აშშ-ს მთავრობის სპეციალური თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს

იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, მთავრობის სპეციალური თანამშრომელი "ნებისმიერი პირია, რომელიც მთავრობისთვის 365 დღის პერიოდში 130-ზე ნაკლები დღის განმავლობაში მუშაობს ან იმუშავებს". CNN-ს ანონიმური წყარო ასევე ეუბნება, რომ მასკი ამ საქმიანობისთვის ანაზღაურებას არ იღებს. 

მასკს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მამაკაცსა და წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში ტრამპის მტკიცე მხარდამჭერს, თეთრი სახლის კამპუსში საკუთარი ოფისი აქვს. ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან მალევე მასკმა აჩვენა, რომ მას მთავრობის ეფექტურობის ინიციატივის (DOGE - Department Of Government Efficiency) განხორციელებისთვის შესაბამისი მანდატი გააჩნია. 

თავად დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მასკს წვდომა აქვს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის გადახდების სისტემასთან, რომელიც სხვადასხვა ტიპის თანხებს ფედერალური მთავრობის სახელით გასცემს, მათ შორის, გრანტებს, სუბსიდიებს, პენსიებს, ხელფასებს და სხვა. აღნიშნულის გამო ფედერალურმა პროფკავშირებმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლეს. 

"ილონს არ და ვერ გააკეთებს რაიმეს ჩვენი თანხმობის გარეშე. როცა საჭირო იქნება, მას მივცემთ თანხმობას, როცა არა - არ მივცემთ". - თქვა დონალდ ტრამპმა საკითხზე საუბრისას. 

კომენტარები