შეფილდში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი ეჭვმიტანილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 15 წლის ჰარვი ვილგუსი სკოლაში იმყოფებოდა, როცა ეჭვმიტანილმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც მოზარდი მალევე გარდაიცვალა.
სამხრეთ იორკშირის პოლიციის დეპარტამენტის თქმით, ადგილზე მკვლელობის ბრალდებით 15 წლის არასრულწლოვანი დააკავეს.





