მთავრობის დადგენილება

სტრატეგიული ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა

31 იანვრის მთავრობის დადგენილებით სტრატეგიული ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა, მათ შორის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს მაგისტრალი [ს1].

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ჩამონათვალი:

  • ს-1 - თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

  • ს-2 - სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)

  • ს-3 - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

  • ს-4 თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)

  • ს-5 - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი)

  • ს-6 - ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)

  • ს-7 - მარნეული (კოსტავას ქუჩიდან)-სადახლო (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)

  • ს-8 - ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)

  • ს-9 - თბილისის შემოსავლელი 

  • ს-10 - გორი (სატრანსპორტო კვანძი)-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

  • ს-11 -ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი

  • ს-12 - სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი

  • ს-13 - ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)

კომენტარები