მზია ამაღლობელის საქმე

შვაბე: ყველამ ვნახეთ ვიდეო - სასაცილოა, რომ ამაღლობელს ასეთი ბრალდება აქვს წაყენებული

ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს აპრილში და მანამდე მე ამას დავარქმევდი წევრობას გამოსაცდელი ვადითა და შეზღუდული უფლებებით. ამასობაში კი ჩვენ მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ ძალადობა და პასუხი აგებინოთ მათ, ვინც მართლა დამნაშავეა კანონდარღვევაში.

ჩვენ მოვითხოვთ ყველას გათავისუფლებას, ვინც პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული და განსაკუთრებით მინდა, ვახსენო მზია ამაღლობელი. ჩვენ ყველამ ვნახეთ ვიდეო და ნამდვილად სასაცილოა, რომ მას ასეთი ბრალდება აქვს წაყენებული და ასე სჯიან.

[მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]

თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე ფრანკ შვაბემ. 

კომენტარები