ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბოკუჩავა: ევროსაბჭოს წევრებმა თეა წულუკიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

გუშინდელი კომიტეტის სხდომა ძალიან მძიმე იყო ქალბატონი თეასთვის. [...] გარდა სიცრუის ტირაჟირებისა, არ იცავდა ქცევის წესებს, ცდილობდა შეეწყვეტინებინა ჩემი გამოსვლა დებატების დროს, არაერთგზის, შეძახილებით. პრაქტიკულად, ყვიროდა, იყო არაადეკვატური, რამაც კიდევ ერთხელ ამხილა ივანიშვილის რეალური სახე.

მოუწიათ ევროსაბჭოს წევრებს, შეეხსენებინათ, რომ ეს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი არ არის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა. ბოლოს სთხოვეს კიდეც, რომ დაეტოვებინა დარბაზი. [...] დაატოვებინეს დარბაზი. მას სურდა დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა კვლავ ტყუილების ტირაჟირებით და ივანიშვილის რეჟიმის დაცვის მიზნით. 

ამბობს სტრასბურგიდან ჩართვისას ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა TV პირველთან. 

ევროსაბჭოში კენჭი ეყრება რეზოლუციას, რომლის ტექსტიც, "პოლიციის დაუნდობლობისა და ადამიანის უფლებათა სხვა შელახვის დაგმობის ცხად ნიშნად" ასამბლეაში ქართული ოცნების დელეგატებისთვის უფლებების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

კომენტარები