ილონ მასკი

CNN: შოლცმა მასკის მიერ ევროპის ქვეყნების არჩევნებში ჩარევას "ამაზრზენი" უწოდა

"[ილონ მასკი] მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა არჩევნებში მთელი ევროპის მასშტაბით. ეს ნამდვილად ამაზრზენია" – ამბობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი CNN-თან საუბრისას.

"სრულად არ ვეთახმები ილონ მასკს და იმას, რასაც ის აკეთებს. [...] ის ერევა მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ მთელი ევროპის მასტაბით. ეს ნამდვილად ამაზრენია და არ არის კარგი ევროკავშირში დემოკრატიული განვითარებისთვის" – თქვა შოლცმა.

SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი არ მალავს მის სიმპათიებს გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის AfD-ს მიმართ. მეტიც, მან  გერმანიის საპარლამენტო საარჩევნო პერიოდისას მხარდაჭერა პარტიის მიმართ არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა. 

ნოემბერში მასკი გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლას გამოეხმაურა და X-ზე გერმანულად დაწერა, რომ კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPD) ლიდერი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი "სულელია". 

გასულ კვირას, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მე-80 წლისთავზე მასკმა AfD-ის მხარდამჭერებს მიმართა და თქვა: "ძალიან დიდი ფოკუსი კეთდება წარსულის დანაშაულებზე, ჩვენ ამას უნდა გავცდეთ" 

შოლცმა მასკი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გაკეთებული განცხადებების გამოც გააკრიტიკა. "სწორედ ამიტომ ვარ ასე გაბრზებული ილონ მასკის მიერ ულტრა მემარჯვენეების სასარგებლოდ ჩარევის ფაქტით, ის ასევე ადექვატურად არ აფასებს ამდენი ებრაელის მკვლელობას. ეს არის ისტორიული პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ მომავალშიც ვატარებთ" –თქვა შოლცმა. 

კომენტარები