შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მამაკაცი ავტომობილით რუსეთის საელჩოს კარების გატანას და საელჩოს ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა.
ინციდენტი 28 იანვრის დილას მოხდა. საელჩოს დაცვის თანამშრომელმა პოლიციას შეატყობინა, რომ უცნობი პირი საელჩოს კარების გატანას ცდილობდა. როცა სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მამაკაცი ჯერ კიდევ ავტომობილში იმყოფებოდა. ის ადილზე დააკავეს.
შვედეთში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ავტომობილის მძღოლი უკრაინის მოქალაქე იყო.
"28 იანვარს, დილით, დაახლოებით 7 საათზე, შვედეთში მუდმივად მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქემ სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს კარის განგრევა მსუბუქი ავტომობილით სცადა. მან დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ შეძლო [...] საელჩოს შენობას რაიმე სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება" - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.





