ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მაჭარაშვილი EU-ს სანქციებზე: ეს არის რეალობა, რასაც არავინ არავის არ აპატიებს

თუ ჩვენ ამ საფუძვლით გვეუბნებიან, რომ უნდა შეგვიზღუდონ დიპლომატიური პასპორტების უვიზო მიმოსვლა, გამოდის, რომ მაშინ ტრამპის ადმინისტრაციასაც იგივე უნდა უთხრას ევროპამ.

ალბათ, ამიტომაც უთხრა ტრამპმა ევროპას, რომ არასამართლიანად ექცევი ამერიკასო, ხომ გვახსოვს ეს სიტყვები? რატომ არიან ახლა თავჩაქინდრულები ევროკავშირში და ევროსაბჭოში? რა, ტრამპის წინააღმდეგ ვერაფერს ამბობენ და დიდი გული აქვთ საქართველოს წინააღმდეგ? ეს ხომ, მინიმუმ, უსამართლობაა. ეს არის რეალობა, რასაც არავინ არავის არ აპატიებს.

ამბობს ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. 
 

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

"ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია გასულ წელს საქართველოს მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე" - წერია ევროკავშირის საბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები