მზია ამაღლობელის საქმე

ამაღლობელის ადვოკატი: შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა არის კომუნიკაციის გზა

როგორც კი მისი (მზია ამაღლობელის) მხრიდან გაჟღერდა შიმშილობასთან დაკავშირებით, ამოქმედდა ის სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც არის დამტკიცებული პენიტენციური დაწესებულებისთვის. ეს პროტოკოლი მოიცავს ზედამხედველობას, კონტროლს. კონტროლი ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მედიცინის წარმომადგენლების მხრიდან: ვიზუალური დათვალიერებით, გასაუბრებით, არის ასევე საკანში კამერა, რომელიც გარკვეულ ზედამხედველობას უწევს მზიას მდგომარეობას. 

მინდა გითხრათ, რომ თავად მზიას განმარტებით, მას არანაირი ასე ვთქვათ, პრეტენზია ამ კუთხით არ აქვს. ცხადია, ჩვენ ორ ნაწილად უნდა გავყოთ ეს: ერთი ბიუროკრატიული ნაწილი, რომელიც არის ფორმალურ-პროცედურული და მეორე არის სამედიცინო კუთხით.[...]

როგორც ადვოკატებმა მოვითხოვეთ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, ვინაიდან, თუ ბრალდებული არის კონტაქტური, საუბრობს და შეუძლია აზრის გამოთქმა მასთან დაკავშირებით, სამედიცინო ჩარევა მისი ნების საწინააღმდეგოდ არის დაუშვებელი.

ამიტომ, თვითონ მზიას განმარტება არის, რომ მას არ აქვს პრეტენზია ამ მიმართულებით, არც პენიტენციურ დაწესებულებასთან, არ აქვს ციხის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ცხადია, მისი ეს პროტესტი არ უკავშირდება მარტო პენიტენციურ დაწესებულებას ხო? ესეც რომ სწორად გავმიჯნოთ, ეს ერთი ნაწილია. მას ზოგადად და გლობალურად აქვს ამ პროცესების მიმართ პროტესტი და ამ პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც იგი მიმართავს არის შიმშილობა და თვლის რომ ამ გზაზე მან ეს ტვირთი და ბრძოლის ეს ფორმა და მეთოდი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ გარკვეულწილად ხმა მიაწვდინოს ყველას, იმას, ვისთანაც შეუძლია მას ამ ფორმით იკომუნიკაციოს, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაანახოს საზოგადოებას, მსოფლიოს...

თქვა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა ფორმულას ეთერში. 

კომენტარები