ევროკავშირის მხრიდან ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რომლებიც ცვლის სავიზო რეჟიმს მთავრობის, საჯარო ოფიციალური პირებისთვის. ისინი ევროკავშირში დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ ვერ იმგზავრებენ. ასე რომ, ეს არის საკმაოდ წერტილოვანი ქმედება ჩვენი მხრიდან. ამასთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური დახმარება აღარ წავა მთავრობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობებსა და სააგენტოებზე.
სამწუხაროდ, ამჟამად რასაც ჩვენ ვხედავთ, ისინი [საქართველოს მთავრობა] პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, ევროპული მომავლის თვალსაზრისით, თბილისის ქუჩებში დემონსტრაციების კუთხით.
ლატვიაში ჩვენ სანქცირებულთა სიაში შევიყვანეთ რამდენიმე სამთავრობო პირი და ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობაზე, დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე. ასე რომ, არის ზეწოლა, ასევე ევროკავშირის კარი ცალსახად არის ღია, თუ ხალხის ნებას მთავრობა პატივს სცემს.