გავათავისუფლოთ ვიღაც, იმიტომ რომ ან მედიის წარმომადგენელია, ან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელია და ა.შ. ჩემი აზრით, დაუშვებელია. თუ არსებობს გათავისუფლების რამე კრიტერიუმები, უნდა გათავისუფლდეს. რაზე ვსაუბრობთ, რომ რადგან ჟურნალისტია და მედიის წარმომადგენელია, პოლიციელს თუ ხელი გაარტყა, ამიტომ უნდა გავათავისუფლოთ და ვთქვათ, სხვა ადამიანმა რომ გაარტყას პოლიციას ხელი, ის უნდა დავსაჯოთ? ანუ, ორმაგ სტანდარტებს, რატომ ვქმნით და რატომ ვუქმნით საზოგადოებას ასეთ მოლოდინებს, მე არ ვიცი.
სალია ამაღლობელზე: ჟურნალისტია და ამიტომ უნდა გავათავისუფლოთ და სხვა ადამიანი დავსაჯოთ?

თქვა რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა და ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, პაატა სალიამ
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ამავე თემაზე
- აშშ-ს სენატში წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები
- მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა
- ამაღლობელის ვადამდე გათავისუფლება იქნება სამართალდამცავების უპატივცემულობა - პვგ-ს კომისია
- საია: სტრასბურგმა ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჩივარი დაარეგისტრირა
- მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გაიგზავნა - საია




