(რუსეთისა და აშშ-ს) ურთიერთობას გაუმჯობესების შანსი აქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნების სათავეში ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანები არიან. ჩვენ სხვადასხვა ტრადიციები გვაქვს, ჩვენი ფასეულობები განსხვავდება, ისინი დასავლელი ქრისტიანები არიან – პროტესტანტები, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ზოგადად განსხვავებული კულტურა, ფსიქოლოგია და გეოპოლიტიკური პოზიციები გვაქვს, მაგრამ ძლიერი, ქარიზმატული ლიდერის ტიპი საერთოა. ახლა უკვე აშშ-საც, ისევე, როგორც რუსეთს მართავს ქარიზმატული, ძლიერი ლიდერი.
ისე მოხდა, რომ გლობალისტებზე ორივე მხრიდან მიტანილია დარტყმა. ჩვენი მხრიდან – ჩვენ მრავალპოლუსიანი სამყაროს მშენებლობა, საზოგადოებიდან ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის ამოძირკვა და ტრადიციულ ფასეულობებთან დაბრუნება დავიწყეთ, ეს იყო ერთი ფრონტი. და ახლა, იმავე გლობალიზმსა და ლიბერალიზმს დარტყმა შიგნიდან, ვაშინგტონიდან მიაყენეს. ვერ წარმომიდგენია ახლა როგორ გრძნობენ თავს ობამა, მაკრონი, სტარმერი. მათ ან ამერიკის წინააღმდეგ გამოსვლა უნდა დაიწყონ, რომელიც ყოველთვის მათი მედროშე იყო, ან საკუთარი პოზიცია შეცვალონ, ან ტრამპის წინააღმდეგ რაღაც ფრონტი შექმნან.




