დანით თავდასხმა გერმანიაში

გერმანიაში ავღანელი კაცი საბავშვო ბაღის ჯგუფს დაესხა თავს და ბავშვი და მამაკაცი მოკლა

22 იანვარს გერმანიის ქალაქ აშაფენბურგის ერთ-ერთ პარკში ავღანელი კაცი, ცივი იარაღის გამოყენებით, თავს დაესხა საბავშვო ბაღის ჯგუფს და მოკლა 2 წლის ბიჭი და 47 წლის მამაკაცი. ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.

ასევე, თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი და ორი ზრდასრული პირი.

თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული პირია და ის შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობას გადიოდა. გასულ წელს მან ვერ შეძლო გერმანიაში თავშესაფრის მოპოვება და სასამართლოში განაცხადა, რომ დეკემბერში თავად დატოვებდა ქვეყანას.

კომენტარები