უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიას, სულ მცირე, 200 000 მშვიდობისმყოფელი დასჭირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელური დისკუსიის დროს ისაუბრა.
”მთელი ევროპიდან? 200 000, სულ მცირე. ეს მინიმუმია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი იქნება” - უპასუხა ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების დაყენების იდეაზე.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდიბუკვე ცდილობს ახლად არჩეულ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის ჩანიშვნას.





