დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებს აწერს ხელს, 20 იანვარი, 2025
Jim Watson/AFP/Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) წუხს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, აშშ-ს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასრულებს კრიტიკულ როლს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელების, დაავადებების ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების შექმნით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმოჩენით, პრევენციით და მათზე რეაგირებით, მათ შორის დაავადებების გავრცელების, ხშირად ისეთ საშიშ ადგილებში, სადაც სხვები ვერ მიდიან". - წერია WHO-ს განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აშშ WHO-ს დამფუძნებელი წევრია და ხაზს უსვამს, რომ ათწლეულების განმავლობაში აშშ-მ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს და დაიცვეს ამერიკელები და სხვები ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.

"ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის". - წერია განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ამერიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს.

კომენტარები