ავღანეთში ტყვედ აყვანილი ამერიკის ორი მოქალაქე აშშ-ში სამუდამო პატიმრობაში მყოფი თალიბანის მებრძოლის, ხან მოჰამედის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 იანვარს გაავრცელა.
ამერიკელი მოქალაქეები მძევლების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე გაფორმდა.
ამ დროისთვის თალიბანის ტყვეობაში კიდევ ორი ამერიკელი მოქალაქე იმყოფება.
თალიბანის წევრი, ხან მოჰამედი ნარკოტიკების ტრეფიკინგის ბრალდებით თითქმის ოცი წელი იხდიდა სასჯელს აშშ-ში, კალიფორნიაში.
მოჰამედის დაკავების პერიოდში აშშ-ს იუსტირიის დეპარტამენტის მას აღწერდა როგორც "ძალადობრივი ჯიჰადისტს და ნარკოტრეფიკინგში ჩართულ პირს", რომსაც ავღანეთში რაკეტების გამოყენებით ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის მცდელობა ჰქონდა".
მოჰამედი ამერიკელი მოქალაქეების, რაიან კორბეტის და უილიამ მაკენტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კორბეტი თალიბანის პატიმრობაში 2022 წლიდან საქმიანი ვიზიტის დროს გატაცების შემდეგ იმყოფებოდა.
"ჩვენი გულები აღსავსეა უდიდესი მადლიერებითა და ღმერთისადმი დიდებით, რომელმაც რაიანის სიცოცხლე შეინარჩუნა და ის სახლში დაგვიბრუნა ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთული და გაურკვეველი 894 დღის შემდეგ" - ნათქვამია კორბეტის ოჯახის განცხადებაში.