მოხარული ვარ, რომ შევძელი და დღეს, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილოყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ. ასეთი გამოხატულება საჭირო იყო, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი.
პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგირაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება.