კობახიძე: წარმატებებს ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს "დიფ სთეითის" დამარცხების საქმეში

დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

გასული 𝟜 წელი იყო საკმაოდ რთული მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში ომი, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 𝟜 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 𝟜 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ 4 წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის 4 მცდელობა.

სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც.

გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც.

ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის "დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა "დიფ სთეითთან" პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეიწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბოთ გასული ოთხი წლის მანძილზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები, ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი.

ამბობს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შესახებ.

კომენტარები