აზერბაიჯანი-საქართველო

კობახიძე ასადოვთან შეხვედრაზე: ხაზი გავუსვით თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რიგით მე-10 მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში პროდუქტიული საუბრები მქონდა აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ ბატონ ალი ასადოვთან. ჩვენ განვიხილეთ საზიარო ინტერესის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა. ჩვენ ხაზი გავუსვით თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას როგორც ვაჭრობასა და ეკონომიკურ სექტორებში, ისე ენერგეტიკის დარგში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონული სტაბილურობისა და ჩვენს პარტნიორებთან უსაფრთხო კავშირების უზრუნველსაყოფად. 

წერს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე X-ზე. 

კომენტარები