თბილისის მერია

მერია: ლაგუნა ვერესთან გზის რეაბილიტაციის გამო, 2 თვით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის მერიის განცხადებით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა მონაკვეთზე ეტაპობრივად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

"კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.

მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ
მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები