მარია რესა, ფილიპინელი-ამერიკელი ნობელი პრემიის ლაურეატი მწერალი და ჟურნალისტი, "როგორ დავამარცხოთ დიქტატორის" ნობელიანტი ავტორი მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება. ამაღლობელს მისი ეს წიგნი სასამართლოზე ეჭირა.
"პროტესტის 47 დღის შემდეგ... წარმოუდგენელი იქნებოდა" - წერს რესა X-ზე
რესას 2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში დიმიტრი მურატოვთან ერთად გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის მიენიჭა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.





